Sunday, July 3, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.მოვისმინეთ და განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები,ვიმუშავეთ ბლოგზე როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტზე,ვიმუშავეთ გაჯეტებზე და გაჯეტების ჩასმაზე,შევქმენით ახალი გვერდები და დავამატეთ.საკმაოდ ნაყოფიერი ტრენინგის მეცხრე დღე გვქონდა,ტრენინგის დასასრულს ზოგადად მომოვიხილეთ ყველა ის საკითხი რაც ტრენინგის დღეების განმავლობაში ვისწავლეთ.ბოლოს კი მინდა შევაჯამო ჩვენი ტრენინგი,ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მომცა ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგმა,ვფიქრობ რომ პროფესიულად ნამდვილად გავიზარდე...მომავალი სასწავლო წლიდან აქტიურად გამოვიყენებ სამუშაო პროცესში,გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას ტანამშრომლებს.ვფიქრობ რომ ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი,რათა შეიძინოს 21 საუკუნის უნარ-ჩვევები,უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს ყველაფრისთვის,ის ნამდვილი პროფესიონალია,საკმაოდ კონტაქტური,უშუალო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი გადმოცემის უნარი გააჩნია.
Saturday, July 2, 2016
პროექტის მერვე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.გადავხედეთ პროექტის გეგმას,გავეცანით ფასილიტაციის რესურსის ნიმუშები და შევქმენით.გადავხედეთ ჩვენ საქაღალდეს,მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით DRIVE-ს და ვისწალეთ მასში მუშაობა,თუ რამის წაშლა გვინდა ბლოგში ვერ წავშლით და უნდა შევიდეთ დრაივში .
Sunday, June 26, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
საფუძვლიანად გავიმეორეთ წინა მასალა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.დავწერეთ ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის.
Thursday, June 23, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრადუციულად გავიმეორეთ წინა ტრენინგზე გაnული და შესწავლილი მასალა.დავამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია POWER POINT-ში.გავეცანით და განვიხილეთ ყველა სლაიდი,ვნახეტ ნიმუში და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ვისწავლეთ ანიმაცია,სლაიდის გაშვება,აგრეთვე ანიმაციაზე ეფექტების დამატება.გადავხედეთ პროექტის გეგმას და გავეცანით შეფასების რუბრიკებს.განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები.საკმაოდ საინტერესო ტრენიგის მეექვსე დღე გამოვიდა.ქალბატონ ქეთის უღრმესი მადლობა,რომ ასე ბოლომდე იხარჯება თვითოეული ჩვენთაგანისთვის.ვფიქრობ,რომ პროფესიულად პროგრეს განვიცდით რაც უდაოდ ჩვენი მონდომების და ტრენერის ერთობლივი დამსახურებაა.
Monday, June 20, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიმეორეთ პროექტის გეგმა.განვიხილეთ საავტორო უფლებების შაბლონები.ვიმუშავეთ ბლოგში.შევქმენით მოსწავლის ბლოგი,ვისწავლეთ ფონის შეცვლა,სურათის ჩასმა.გაჯეტების გამოყენება.ლინკები ჩავსვით საავტორო უფლებებში.მოსწავლის ბლოგის ლინკი შევინახეთ მოსწავლის ნიმუშში.
Sunday, June 19, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
დღევანდელი დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს.ასევე გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას.გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას. ვიმუშავეთ powerpoint-ში.ვისწავლეთ, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს.მაგალითად თავფურცელზე მითითებული უნდა იყოს არამარტო პროექტის დასახელება არამედ სახელი,გვარი,სკოლის და კლასის დასახელება და ა.შ.მსგავს რესურს აქტიურად გამოვიყენებ როგორც გაკვეთილზე პრეზენტაციისას,ასევე კონფერენციაზე.
Saturday, June 18, 2016
ტრენინგის მესამე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე...გავეცანით თუ როგორ დავადგინოთ სტანდარტი და განვსაზღვროთ მიზანი.დასასრულს კი გაცეცანით საკვანძო კითხვებს,რომელიც უნდა იყვეს მიმართულების მიმცემი:ზოგადი კითხვა,თემატური კითხვები და შინაარსობრივი კითხვები.
Sunday, June 5, 2016
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგი დავიწყეთ პროექტების მიმოხილვით. გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, შემდეგ გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს.საფუძვლიანად გავიმეორეთ და გავეცანით Word-ის ინსტრუმენტებს.ვისწავლეთ და დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტი.ვისწავლეთ ბლოგში ახალი ჩანაწერის დამატება.
Saturday, June 4, 2016
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე დაიწყო გაცნობით.გავეცანით ინტელის ძირითად კურს.გავეცანით აგრეთვე გზამკვლევ.ს.შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე ,რომელშიც შევინახე ის რესურსები,რომლებსაც გავეცანი.განვიხილეთ პროექტები და შევქმენი ბლოგი.ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.რაც შეეხება ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთის გამოვხატაც ჩემს კმაყოფილებას,ვიმედოვნებ.რომ მომდევნო დღეებიც ასეთივე საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
Subscribe to:
Posts (Atom)