Sunday, July 3, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.მოვისმინეთ და განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები,ვიმუშავეთ ბლოგზე როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტზე,ვიმუშავეთ გაჯეტებზე და გაჯეტების ჩასმაზე,შევქმენით ახალი გვერდები და დავამატეთ.საკმაოდ ნაყოფიერი ტრენინგის მეცხრე დღე გვქონდა,ტრენინგის დასასრულს ზოგადად მომოვიხილეთ ყველა ის საკითხი რაც ტრენინგის დღეების განმავლობაში ვისწავლეთ.ბოლოს კი მინდა შევაჯამო ჩვენი ტრენინგი,ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მომცა ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგმა,ვფიქრობ რომ პროფესიულად ნამდვილად გავიზარდე...მომავალი სასწავლო წლიდან აქტიურად გამოვიყენებ  სამუშაო პროცესში,გავუზიარებ  ჩემს გამოცდილებას ტანამშრომლებს.ვფიქრობ რომ ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი,რათა შეიძინოს 21 საუკუნის უნარ-ჩვევები,უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს ყველაფრისთვის,ის ნამდვილი პროფესიონალია,საკმაოდ კონტაქტური,უშუალო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი გადმოცემის უნარი გააჩნია.

Saturday, July 2, 2016

პროექტის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.გადავხედეთ პროექტის გეგმას,გავეცანით ფასილიტაციის რესურსის ნიმუშები და შევქმენით.გადავხედეთ ჩვენ საქაღალდეს,მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით DRIVE-ს და ვისწალეთ მასში მუშაობა,თუ რამის წაშლა გვინდა ბლოგში ვერ წავშლით და უნდა შევიდეთ დრაივში .

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

საფუძვლიანად გავიმეორეთ წინა მასალა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.დავწერეთ ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის.

Thursday, June 23, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრადუციულად გავიმეორეთ წინა ტრენინგზე გაnული და შესწავლილი მასალა.დავამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია POWER POINT-ში.გავეცანით და განვიხილეთ ყველა სლაიდი,ვნახეტ ნიმუში და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ვისწავლეთ ანიმაცია,სლაიდის გაშვება,აგრეთვე ანიმაციაზე ეფექტების დამატება.გადავხედეთ პროექტის გეგმას და გავეცანით შეფასების რუბრიკებს.განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები.საკმაოდ საინტერესო ტრენიგის მეექვსე დღე გამოვიდა.ქალბატონ ქეთის უღრმესი მადლობა,რომ ასე ბოლომდე იხარჯება თვითოეული ჩვენთაგანისთვის.ვფიქრობ,რომ პროფესიულად პროგრეს განვიცდით რაც უდაოდ ჩვენი მონდომების და ტრენერის ერთობლივი დამსახურებაა.

Monday, June 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ პროექტის გეგმა.განვიხილეთ საავტორო უფლებების შაბლონები.ვიმუშავეთ ბლოგში.შევქმენით მოსწავლის ბლოგი,ვისწავლეთ ფონის შეცვლა,სურათის ჩასმა.გაჯეტების გამოყენება.ლინკები ჩავსვით საავტორო უფლებებში.მოსწავლის ბლოგის ლინკი შევინახეთ მოსწავლის ნიმუშში.

Sunday, June 19, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს.ასევე გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას.გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას. ვიმუშავეთ powerpoint-ში.ვისწავლეთ, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს.მაგალითად თავფურცელზე მითითებული უნდა იყოს არამარტო პროექტის დასახელება არამედ სახელი,გვარი,სკოლის და კლასის დასახელება და ა.შ.მსგავს რესურს აქტიურად გამოვიყენებ როგორც გაკვეთილზე პრეზენტაციისას,ასევე კონფერენციაზე.

Saturday, June 18, 2016

ტრენინგის მესამე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე...გავეცანით თუ როგორ დავადგინოთ სტანდარტი და განვსაზღვროთ მიზანი.დასასრულს კი გაცეცანით საკვანძო კითხვებს,რომელიც უნდა იყვეს მიმართულების მიმცემი:ზოგადი კითხვა,თემატური კითხვები და შინაარსობრივი კითხვები.